დუნია მიატოვიჩი – ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა იწვევს მთელ რიგ შეშფოთებას

ავტორი
Front News საქართველო
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე უარი თქვას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.
“ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა იწვევს მთელ რიგ შეშფოთებას ადამიანის უფლებების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაკავშირებით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ღელვის საგანი, ის არ უნდა იყოს მიღწეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების უფლებებითა და თავისუფლებებით ეფექტური სარგებლობისა და მათი ლეგიტიმური საქმიანობის საზიანოდ”, – აცხადებს ადამიანის უფლებათა კომისარი.
თაგები:
დუნია მიატოვიჩი




