დუნია მიატოვიჩი – შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და ეს გამოხატო, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია

ავტორი
Front News საქართველო
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნაზე განაცხადა.
“ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ სასტიკი ძალადობა მოხდა თბილისში ღირსების მარშის დროს. იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და ეს გამოხატო, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერ-მინისტრს და მთავრობას გუშინ.
ჩვენთვის მიუღებელია რიტორიკა, რომ ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპის მიერაა თავსმოხვეული საქართველოზე. პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მოვუწოდებ, ორჯერ დაფიქრდით სანამ უმცირესობას თავს დაესხმებით”, – განაცხადა დუნია მიატოვიჩმა.
თაგები:
დუნია მიატოვიჩი




