Logo

“ძალიან პროდუქტიული დისკუსია შედგა” – ზელენსკი თეთრ სახლში კამათის შემდეგ ტრამპს პირველად შეხვდა

უკრაინა
997
Frontnews
“ძალიან პროდუქტიული დისკუსია შედგა” – ზელენსკი თეთრ სახლში კამათის შემდეგ ტრამპს პირველად შეხვდა

ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა.

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის სტივენ ჩუნგის განცხადებით, დაკრძალვის ცერემონიის წინ დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა.

როგორც ჩუნგმა აღნიშნა, შეხვედრის შესახებ მეტი დეტალი მოგვიანებით გასაჯაროვდება.

ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვიც.

Sky News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი და ტრამპი რომის პაპის დაკრძალვის შემდეგ  შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები