ძამას ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდი დაშავდა

ავტორი
Frontnews საქართველო
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 4 არასრულწლოვანია.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




