ძლიერმა ქარიშხალმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ავტორი
Front News საქართველო
ძლიერმა ქარიშხალმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. მოგლეჯილია ხეები, საცხოვრებელ სახლებზე გადახდილია სახურავები, დასეტყვილია ვენახების ნაწილი.
საერთო ჯამში, ძლიერი სტიქიის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელში, 100-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე სოფელ კაბალში ერთ-ერთ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აქვს და ლაგოდეხის კლინიკაში იმყოფება.
თაგები:
ლაგოდეხი




