
ავტორი
Front News საქართველო
ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საუბნო გზებს. უხვმა ნალექმა სანიაღვრე არხებში წყლის დონის ადიდება გამოიწვია.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს წევრებთან ერთად მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან. მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა.
შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის კომისია. მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი - 599 64 70 50.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს