ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.
თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, პარლამენტის წევრ ირაკლი ხელაძესთან ერთად, შეხვედრა ამჯერად ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე გამართა.
"ამომრჩევლებთან მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები განვიხილეთ: გამწვანებული სივრცეების რეაბილიტაცია-მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოქალაქეებზე ზრუნვა - სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ა.შ. ეს ყველაფერი დედაქალაქში კახა კალაძისა და მისი გუნდის მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში გაკეთდა და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა დავით ჭელიძემ.
თბილისის საკრებულოში ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ოთხი წარმომადგენელი ეყოლება.
თაგები:
ლოტკინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს