
ავტორი
Front News საქართველო
მამაჩემს აშკარად აქვს სურვილი იცოცხლოს, ახლა არის უკვე სისტემის, ხელისუფლების ჯერი, თუ მართლა არ უნდათ მისი სიკვდილი, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა.
“მართლა ცუდად არის და მართლა შეიძლება მოკვდეს. ის მიზეზები თუ რატომ შეიძლება ჰქონდეთ ოდნავ ნაკლები ემპათია ან თანაგრძნობა – მესმის რატომ, მაგრამ ვერ შევალ მდგომარეობაში, რომ მამაჩემის სიკვდილი მისაღებია. მართლა ვფიქრობ – ეს არ არის რაღაც ნარატივის ნაწილი, ეს არ არის PR-ის ნაწილი, მართლა ვფიქრობ, რომ ის ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან, თუ რამე არ მოხდა. ესაა ჩემთვის მთავარი საკითხი.
მამაჩემს აშკარად აქვს სურვილი იცოცხლოს. ახლა არის უკვე სისტემის, ხელისუფლების ჯერი, თუ მართლა არ უნდათ მისი სიკვდილი. ბოლო დროს, როცა ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ “კი სუსტადაა, მაგრამ ეს მისი ბრალია, ის თავს იზიანებს”, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ ხდება საზოგადოების შემზადება მისი შესაძლო სიკვდილისთვის.
მგონი მზად იყო პატიმრობისთვის, მაგრამ არა ამ ტიპის – ფიზიკური სიცოცხლის განადგურებისთვის, რაც მას მოუვიდა”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში.
თაგები:
ედუარდ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს