ელენე ხოშტარია - ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მივდივართ მარშით


ავტორი
Front News საქართველო
8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს.
როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, შეკრება 13 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყება და აქციის მონაწილეები პარლამენტამდე მარშით მივლენ.
"31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა, ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან ეს რეჟიმი, რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან.
შესაბამისად, ეს იქნება ასე, სანამ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა, არ მოვიკრებთ საკმარის ძალას და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს საქართველოს!
ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე, ქართველი ხალხის მოტყუებაში არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია. უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას.
ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და გამარჯვებამდე ვიბრძვით!“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ოპოზიცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს