ეკა ბესელია - ახლა ისეთი პოლიტიკური მომენტი გვაქვს, როდესაც საჭიროა, რომ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საერთო მიზნისკენ


ავტორი
Front News საქართველო
ახლა არ არის განსხვავებული პოზიციების პრეზენტაციების დრო, ახლა ისეთი პოლიტიკური მომენტი გვაქვს, როდესაც საჭიროა, რომ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საერთო მიზნისკენ, - ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობა, რომელიც წინაპრებმა აქამდე მოიტანეს, დასაცავია.
"26 მაისი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ზეიმის დღე, როდესაც დამოუკიდებლობას უფრო მეტი განცდით ვეხებით. ეს დღე კობახიძეს და "ოცნებას" არ დაუწესებია, ვერ შეცვლის მას და ვერც მოქალაქეებს შემოუსაზღვრავს, ვინ სად იდგეს. ამიტომ, ღიმილის მომგვრელია, რომ ვინმემ და მით უფრო ამ რეპრესიულმა სისტემამ განგვისაზღვროს, სად უნდა ვიაროთ, წარმოუდგენელია.
ეს დღე უნდა იყოს თავისუფალი ადამიანების გაერთიანებისთვის საერთო მიზნისკენ სვლის პროცესი. ესაა ისეთი ტიპის მანიფესტი, როდესაც აცნობიერებ, რომ საფრთხე უდგას დამოუკიდებლობას. ჩვენმა წინაპრებმა ბრძოლით მოიპოვეს ეს დღე და ჩვენც ასე ბრძოლით უნდა მივიტანოთ ჩვენს შემდგომ თაობამდე.
ყველას მინდა ვუთხრა, რომ ახლა არ არის განსხვავებული პოზიციების პრეზენტაციების დრო, ახლა ისეთი პოლიტიკური მომენტი გვაქვს, როდესაც საჭიროა, რომ ჩვენ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საერთო მიზნისკენ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ღონისძიებას გეგმავენ.
თაგები:
ეკა ბესელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა