Logo

ეკა ბესელია - დარწმუნებული ვარ, ამ ანგარიშს არც მოისმენენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად აირჩიეს ეს სახალხო დამცველი

პოლიტიკა
181
Frontnews image description

დარწმუნებული ვარ, ამ ანგარიშს არც მოისმენენ "ქართულ ოცნებაში", მიუხედავად იმისა, რომ თავად აირჩიეს ეს სახალხო დამცველი, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები გაჟღერდა.

"სახალხო დამცველის მიმართ ვინც როგორც არ უნდა იყოს განწყობილი, მე ამ ინსტიტუტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. დარწმუნებული ვარ, ამ ანგარიშს არც მოისმენენ "ქართულ ოცნებაში", მიუხედავად იმისა, რომ თავად აირჩიეს ეს სახალხო დამცველი. აი, ნახავთ, ამ ანგარიშს როგორ მოეპყრობიან. 

ამ ანგარიშში რაც ვნახე, აღსანიშნავია ის, რომ მნიშვნელოვანი ტენდენციებია - გაზრდილია პატიმრების რაოდენობა, ფაქტობრივად, ადგილები აღარ არის საპატიმრო დაწესებულებაში, არასათანადო მოპყრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითებია, როგორიცაა მზია ამაღლობელის საქმე, ასევე მოხვდა გიორგი ჩიკვაიძის და პაპიაშვილის საქმეც და ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა, მადლიერება გამოვხატო ამისთვის.

ამ ანგარიშში სხვა და მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ნახსენები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კმაყოფილი ვარ ამ ანგარიშით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სახალხო დამცველმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზეა საუბარი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები