ეკა ბესელია - ეს იქნება გზავნილი, რომ არ გვაინტერესებს რას ამბობს ევროკავშირი, ევროკომისია და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა

ავტორი
Frontnews საქართველო
ვფიქრობ, მან იპოვა ძალა, საკუთარ თავში, ეთქვა, რომ ასეთ საზიანო, უკიდურესად სახიფათო პროცესში, რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტიების გაქრობა პოლიტიკური ველიდან, ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიეღო, - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მანანა კობახიძე დიდი ხნის პროტესტს ასე გამოხატავს.
"სხვა შემთხვევა რომ იყოს, განვიხილავდი ვერსიას, ხომ არ აიძულეს ეს გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ მგონია, რომ თავად მანანას გადაწყვეტილებაა. შეუძლებელია, რომ მას ეს შინაგანი პროტესტი, რაც დარწმუნებული ვარ მანამდეც ჰქონდა, ახლა არ გამოეხატა კონკრეტულ გადაწყვეტილებაში და მგონია, რომ ახლა საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა ეთქვა ის, რაც განცხადებით გავიგეთ, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა ვერსიაც განმეხილა, მაგრამ ახლა მაინც ვფიქრობ, მან იპოვა ძალა, საკუთარ თავში, ეთქვა, რომ ასეთ საზიანო, უკიდურესად სახიფათო პროცესში, რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტიების გაქრობა პოლიტიკური ველიდან, ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიეღო.
რაც შეეხება უშუალოდ პარტიების აკრძალვას, ეს იქნება ევროკავშირისათვის გაგზავნილი, რომ არ გვაინტერესებს რას ამბობს ევროკავშირი, ევროკომისია და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. მეორე მხრივ, უკვე დანიშნული პროცესები ნიშნავს იმას, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ - თავმჯდომარე შეიცვალა და ორ მოსამართლე გაამწესეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
თაგები:
ეკა ბესელია




