ეკა ბესელია - პროცესი მთლიანად პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის და ორივე მოსამართლემ პოლიტიკური დავალებები შეასრულა


ავტორი
Front News საქართველო
უსამართლო და უკანონო განაჩენია. ამ განაჩენს ჩვენ სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ. მჭედლიშვილმაც და გალუსტაშვილმაც შეასრულეს პოლიტიკური დავალებები, - ამის შესახებ Front News-თან “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნული განაჩენით და მუხლების კვალიფიკაციით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.
"რა თქმა უნდა, უსამართლო და უკანონო განაჩენია. ამ განაჩენს ჩვენ სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ. ველოდებოდი, რომ მოსამართლე გალუსტაშვილი ვერ გაბედავდა, რა თქმა უნდა, მას არ აქვს თავისუფლება და ის ერთ საბრალო ადამიანად დარჩება, რომელიც ამ გამოსაცდელ ვადაში მხოლოდ თავის უფროსებთან აბარებს გამოცდას.
რაც შეეხება განაჩენს, დარწმუნებული ვარ, ეს განაჩენი მალე შეიცვლება. მუხლი შეიცვალა, კვალიფიკაცია შეიცვალა, მოსამართლემ კანონი დაარღვია და ამ შეცვლილი კვალიფიკაციით დაადგინა სასჯელი ისე, რომ მას ამის უფლება, რა თქმა უნდა, არ ჰქონია. მან დაარღვია კანონი, დაარღვია საერთაშორისო საერთაშორისო სამართლით დადგენილი პრინციპები. ეს არის სამართლებრივი ნაწილი, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ეს პროცესი მთლიანად პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის და ორივე მოსამართლემ - მჭედლიშვილმაც და გალუსტაშვილმაც შეასრულეს პოლიტიკური დავალებები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 11-ვე პირს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიესაჯათ - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს.
თაგები:
ეკა ბესელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს