ეკა ბესელია – საჭიროა აქტიურობა იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ამ ძალიან მზაკვრულ და საზიანო შესაძლო გადაწყვეტილებას

ავტორი
Front News საქართველო
ტვირთი მომავალში შესაძლო მიღებული სახიფათო გადაწყვეტილების, იქნება მთლიანად “ქართულ ოცნებაზე”, – ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ იქნება ევროკავშირის მიღებული, არამედ იქნება “ქართული ოცნების”.
“ტვირთი მომავალში შესაძლო მიღებული სახიფათო გადაწყვეტილების იქნება მთლიანად “ქართულ ოცნებაზე”. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის გამარტივება დაიწყეს და ამას შეიძლება მოჰყვეს გადაწყვეტილება, როგორც უკიდურესად მძიმე, მაგრამ ეს ევროკავშირის გადაწყვეტილება კი არ იქნება, პირიქით, ევროპული ოჯახი ფიქრობს, რით დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს სიფხიზლე, რომელიც სჭირდებათ მოქალაქეებს და მათ შორის, ეს მოსალოდნელი საფრთხე, პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას” მიემართება და მეორე მხრივ, საჭიროა ჩვენი, მოქალაქეების აქტიურობა იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ამ ძალიან მზაკვრულ და საზიანო შესაძლო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თაგები:
ეკა ბესელია




