ეკა გიგაური - აშკარაა, რომ ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ხალხს უნდოდა უკეთესი მომავალი

ავტორი
Front News საქართველო
აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ხალხს უნდოდა უკეთესი მომავალი, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეიძლება, გაკეთდეს ქვეყნის გარეთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და მათი რეაგირება, მათ შორის, ტარგეტირებული და მიზნობრივი სანქციები.
"აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ხალხს უნდოდა უკეთესი მომავალი. ცხადია, რომ ივანიშვილი ამას ვერ შეძლებდა, თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ყველა ინსტიტუცია იმუშავებდა მისი ინტერესების სასარგებლოდ.
მისი მმართველობის პერიოდში ამის გამოძიება არის შეუძლებელი. რაც შეიძლება, გაკეთდეს ქვეყნის გარეთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და მათი რეაგირება, მათ შორის, ტარგეტირებული და მიზნობრივი სანქციები", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა.
BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
თაგები:
ეკა გიგაური
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


