Logo

ეკა გიგაური - ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება

პოლიტიკა
275
Frontnews image description

ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება, თანაც ორპარტიულის, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, რესპუბლიკელები და დემოკრატები მხარს უჭერენ „MEGOBARI აქტის“ მიღებას.

"ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება, თანაც ორპარტიულის. ჩვენ ვიცით, რომ ორივე პარტია - "რესპუბლიკელებისაც“ და „დემოკრატებისაც“ მხარს უჭერს „MEGOBARI აქტის“ მიღებას. თუკი ჩვენ მთლიანად ამ დისკუსიას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ერთმანეთისგან გამოყოფილია ქართველი ხალხის საქართველო და "ქართული ოცნება“, რადგანაც ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესი აბსოლუტურად სხვაა და „ქართული ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსნის ინტერესი არის აბსოლუტურად სხვა. ყველამ ვიცით, რომ მათ საქართველო მიჰყავთ რუსეთის მიმართულებით და საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიან, ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

Advertisement