ეკა გიგაური – “ქართუ ბანკის” როლი იქნება კონკრეტულად შესწავლილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან

ავტორი
Front News საქართველო
“ქართუ ბანკის” როლი იქნება კონკრეტულად შესწავლილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს სჭირდება ფინანსური ინსტიტუტების თავის გარშემო იმისთვის, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელოს.
“ქართუ ბანკის” როლი იქნება კონკრეტულად შესწავლილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. არცერთი ორგანიზაციის და არცერთი პირის დასანქცირება არ ხდება ამ ორგანიზაციაზე, ან პირზე კონკრეტული გამოძიების ჩატარების გარეშე.
ივანიშვილს სჭირდება ფინანსური ინსტიტუტების თავის გარშემო იმისთვის, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელოს, კონკრეტული ფულის ნაკადები გადარიცხოს და ა.შ., ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესწავლილი იქნება, დაველოდოთ. ეს ფრაზები ტყუილი არ არის. როდესაც რაღაც ითქმება, ამის უკან სერიოზული მოკვლევები დგას და როცა კეთდება ამ შემთხვევაში ხომ კიდევ უფრო მეტი მოკვლევაა”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
თაგები:
ეკა გიგაური




