ეკა გიგაური – ცხადია, ხედავენ, რომ ასეთი მკაცრი ღონისძიებების ჩატარება არის მნიშვნელოვანი


ავტორი
Front News საქართველო
ის ფაქტი, რომ ეს აქტი განიხილება, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ყურადღება და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დამაფიქრებელი მმართველი პარტიისთვის, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ აქტში საუბარია იმ პირების სანქცირებაზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან.
“წლები ქართველ ხალხს, საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერ ჯგუფებს ყოველთვის ჰქონდა ორპარტიული მხარდაჭერა და ეს უნდა გვახსოვდეს.
ცხადია, ის რომ აქ საუბარი არის კონკრეტული პირების დასანქცირებაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ მომავალს და დემოკრატიას, ეს მიუთითებს, რომ ძალიან სერიოზულად უყურებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ცხადია, ხედავენ, რომ ასეთი მკაცრი ღონისძიებების ჩატარება არის მნიშვნელოვანი.
თვითონ ის ფაქტი, რომ ეს აქტი განიხილება, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ყურადღება და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დამაფიქრებელი მმართველი პარტიისთვის”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.
თაგები:
ეკა გიგაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს