
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი მოხარული იქნება, თუკი მედიის წარმომადგენლებთან ერთად წარსდგება პროცესზე და შეეცდება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, ახლობლებისა და მეგობრების ნაცვლად, 2 დეკემბრის სხდომას მედია დაესწროს.
“გზავნილი აქვს, მისი თხოვნით, ის თავის მეგობრებს და ახლობლებს… მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახვა ძალიან უხარია პროცესზე, ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანებს, რომლებსაც გიწევთ 2 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქება, მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება, დაესწროს სხდომას. ის მოხარული იქნება, თუკი მედიის წარმომადგენლებთან ერთად წარსდგება პროცესზე და შეეცდება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვას ედავება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს