ეკა კუპატაძე - ამ წამამდე არ ყოფილა სინანული, პირიქით, ისევ სერიოზული თავდასხმები იყო ჩვენს ოჯახზე, ახლა უკვე გიგას საფლავის წაბილწვით გვემუქრებიან

ავტორი
Front News საქართველო
არც ნასყიდაშვილის მხრიდან და არც ჩიქოვანის ოჯახების მხრიდან ამ წამამდე არ ყოფილა სინანული, პირიქით, გუშინაც ისევ სერიოზული თავდასხმები იყო ჩვენს ოჯახზე. ახლა უკვე გიგას საფლავის წაბილწვით გვემუქრებიან, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო გაითვალისწინებს რეალურ გარემოებებს.
"რა თქმა უნდა, განაჩენი იქნება გამამტყუნებელი. ნასყიდაშვილის ადვოკატმა პირდაპირ დაიწყო თავის დასკვნითი სიტყვა ასე - გაათავისუფლეთ, იმიტომ, რომ მან არაფერი იცოდა, მან არ იცოდა, მოკლავდა თუ არა მართლა გიგა ავალიანს გაბაშვილი, ეს იყო უბრალოდ, თინეიჯერი ბიჭის თავმომწონე ქცევა თინეიჯერ გოგოსთან, "მარიაჟობა", ეს სიტყვა თქვა. ამას, რა თქმა უნდა, სასამართლო არ გაიზიარებს, ეს აბსურდულია.
დემეტრე ჩიქოვანის განაჩენიც იქნება გამამტყუნებელი იმიტომ, რომ, ერთ რამეს ვიტყვი, ძალიან საშიშ წინადადებას, რომლის გააზრებაშიც თითქოს ცვლილება შეგვიტანა ადვოკატმა. იქ არის ერთი პატარა წინადადება, როცა საუბრობენ ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი, დემეტრე ჩიქოვანი ეუბნება - "წამო ჰა....". ადვოკატი ამბობს, რომ იმდენჯერ სთხოვა გაბაშვილმა, რომ ამასაც რა უნდა ექნა და დათანხმდაო. ეს არის ყველაზე მეტად საშიში წინადადება. ეს ნიშნავს იმას, რომ ვისზეც არ უნდა სთხოვოს დემეტრე ჩიქოვანს მეგობარმა, ყველას "წამო ჰა და ასე უზამს".
ადვოკატმა, მე მგონი, უნდა იცოდეს, რომ საქმის ფიგურანტებს შორის დელეგირება ხდება, გადაინაწილეს მათ საქმე და რა ეტაპზე შეუერთდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტად ჩიქოვანი გამოსადეგი იყო სწორედ იმ ნაწილში, არა მარტო მომზადების, არამედ მონაწილეობის საკითხშიც.
მე ერთი რამ მინდა ვთქვა - არც ნასყიდაშვილის მხრიდან, და არც ჩიქოვანის მხრიდან, ოჯახების მხრიდან ამ წამამდე არ ყოფილა სინანული, პირიქით, გუშინაც ისევ სერიოზული თავდასხმები იყო ჩვენს ოჯახზე. ახლა უკვე გიგას საფლავის წაბილწვით გვემუქრებიან, რომ ასე და ისე გავაკეთებთ საფლავზეო. ბრძოლის მეთოდებს ცვლიან, მაგრამ ვერ მტეხავენ. მათი სინანული სასამართლოს მხრიდან არ იქნება გათვალისწინებული, რადგან სინანულს სინანულს მაშინ ითვალისწინებს სასამართლო, როცა ის არის წრფელი", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
მისივე ცნობით, სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომის გამოცხადების დღე ჩაინიშნა 2 ივნისს, 12:00 საათზე.
თაგები:
ეკა კუპატაძე




