Logo

ეკა კუპატაძე - არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ

საზოგადოება
265
Frontnews
ეკა კუპატაძე - არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ

არავის არ მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ, - ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ის, რომ მას, როგორც მოწმეს არ კითხავენ, არის სიმართლის გამოაშკარავების შიში.

"სწრაფი მართლმსაჯულება მოიაზრებს შემამსუბუქებელ გარემოებას სასჯელის შეფარდების დროს, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი, თითქოს ეკეკლუცებიან მართლმსაჯულებას. ძალიან კარგად იციან მალანიებმა, რომ ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს გიორგი მალანია გააცნო მას შემდეგ, რაც დაიგეგმა გიგა ავალიანზე თავდასხმა და გააცნო სწორედ ამ მიზნით, შესაბამისად, არც ნია იმნაძე, არც ალექსანდრე გაბაშვილი და მით უფრო ეკა კუპატაძე, როცა არ იკითხება სასამართლო პროცესზე, როგორც მოწმეები, ეს არის არა კეკლუცი მართლმსაჯულების მიმართ, არამედ ეს არის მართლმსაჯულების დაცინვა. ეს არის უპირველესი, შიში სიმართლის, რომ არავის წამოსცდეს რამე და ეკა კუპატაძემ იქ ზუსტად ის სიმართლე არ თქვას და იმ დანარჩენს რამე არ წამოსცდეთ და ეს  არის დაცინვა მართლმსაჯულების. მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები