Logo

ეკა კუპატაძე - გიორგი მალანია ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს გააცნო მას შემდეგ, რაც გიგაზე თავდასხმა დაგეგმეს

საზოგადოება
210
Frontnews
ეკა კუპატაძე - გიორგი მალანია ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს გააცნო მას შემდეგ, რაც გიგაზე თავდასხმა დაგეგმეს

ბრალდებულს მე თვითონ მივმართე რამდენჯერმე და ვუთხარი, რომ გიორგი მალანია ჩემს შვილს უყვარდა. მართალია, სულ ოთხჯერ იყო გიორგი გიგასთან. მეოთხე გაკვეთილზე გიგას მკვლელობაში დახმარება უკვე გაწეული ჰქონდა, - ამის შესახებ გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი მალანია ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს გააცნო მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გაბაშვილმა და ნია იმნაძემ გიგაზე თავდასხმა დაგეგმეს და გაცნობის მიზანიც ეს იყო.

"ბრალდებულს მე თვითონ მივმართე რამდენჯერმე და ვუთხარი, რომ გიორგი მალანია ჩემს შვილს უყვარდა. მართალია, სულ ოთხჯერ იყო გიორგი გიგასთან. მეოთხე გაკვეთილზე გიგას მკვლელობაში დახმარება უკვე გაწეული ჰქონდა, მეოთხე გაკვეთილი პირველ ოქტომბერს ჰქონდა, მაგრამ იმ სამ გაკვეთილში ჩემმა შვილმა გიორგი მალანიას შეყვარება და ამის ჩემთვის თქმაც მოასწრო.

საქმეზე დართული იყო მტკიცებულებები, რომლებიც მალანიას ოჯახის ახლობლებისგან მიღებული ინფორმაცია იყო, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ გიორგი მალანიამ ალექსანდრე გაბაშვილს მიაწოდა ცენტრის მისამართი და გრაფიკი, საცხოვრებელი მისამართი არ იცოდა.

გიორგი მალანია ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს გააცნო მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გაბაშვილმა და ნია იმნაძემ გიგაზე თავდასხმა დაგეგმეს და სწორედ ამ მიზნით გააცნო. ამას ვამბობ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე და არა ჩემი ეჭვებითა და ვარაუდებით. გააცნო 28 სექტემბერს. 26 სექტემბერს ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონში გიგას ფოტოების “სქრინშოტებია” და 28 სექტემბერს, 6-ის წუთებზე ალექსანდრე გაბაშვილი უკავშირდება “ინსტაგრამზე” გიორგი მალანიას. მათ შორის [ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის] თავდასხმის შემდეგაც გაგრძელდა ურთიერთობა. ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას სთხოვდა დამეგობრებას და დაძმაკაცებას“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები