
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი მალანია არის, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება იმიტომ, რომ გიორგი მალანია სახეში უყურებდა გიგას, იმ დღეს გაკვეთილზე მეც ვნახე, მან იცოდა, რომ გიგას წუთები დათვლილი იყო, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო მითითებები მან ალექსანდრე გაბაშვილს მისცა მამასთან ერთად.
"რომ არა გიორგი მალანია, შესაძლებელია, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო იმიტომ, რომ ნია იმნაძე ამ ყველაფერს სისრულეში მაინც მოიყვანდა თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად, თუმცა საქმე იმაშია, რომ გია მოკლეს პირველ ოქტომბერს, ორ ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე იყო და სავარაუდოდ, ჩვენ ერთად წავიდოდით სახლში, 3 ოქტომბერს უკვე ნიკა ჩამოვიდა და ამასობაში, ჩვენ დროს მოვიგებდით.
გიორგი მალანიამ დააჩქარა გიგა ავალიანის მკვლელობა. კიდევ, გიორგი მალანია არის, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება იმიტომ, რომ გიორგი მალანია სახეში უყურებდა გიგას, იმ დღეს გაკვეთილზე მეც ვნახე, მან იცოდა, რომ გიგას წუთები დათვლილი იყო. მან იცოდა, რომ გიგას წუთებს უთვლიდნენ, იცოდა, რომ მის მასწავლებელს მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.
ბოლო მითითებები, ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ მითითებები მან ალექსანდრე გაბაშვილს მისცა მამასთან ერთად. ის იჯდა მამასთან ერთად მანქანაში, როცა ბოლო დეტალებს აწვდიდა ალექსანდრე გაბაშვილს.
გაკვეთილზეც უპასუხა ალექსანდრე გაბაშვილს, სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და გაკვეთილზე მოსწავლეებთან, ბავშვებთან ერთად ესაუბრა მკვლელს", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი გიორგი მალანია.
თაგები:
ეკა კუპატაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს