
ავტორი
Front News საქართველო
ვისაც ეჭვი ეპარება კონკრეტიკაში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ვაჩვენებ. შვილის დამარხვა შევძელი, ფეხზე დადგომა და ბრძოლა შევძელი და როგორღაც ამასაც შევძლებ და ყველაფრის ანალიზს დავდებ. ჩემი შვილის წინაშე მაქვს მე ეს ვალდებულება, - ამის შესახებ Front News-თან მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა.
"ვარ ძალიან მძიმედ. მე 19 ოქტომბრიდან ველოდი ნია იმნაძის დაკავებას, მაგრამ არ ვიცოდი, დღეს თუ მოხდებოდა, ჩემთვის ძალიან ემოციურია. საშინელი და ამაზრზენი სანახავი იყო ნია იმნაძის დედის ისტერიკები.
ვისაც ეჭვი ეპარება კონკრეტიკაში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ვანახებ. მოვიკრებ ალბათ, ძალას და მე ვაჩვენებ ყველას ყველაფერს, მეც ვეყოფი სასამართლო პროცესზე.
მითხრეს, ნია იმნაძე კლინიკაში გადაიყვანესო... როგორც სასამართლო პროცესზე გახდა ცუდად და მერე გაღიმებული და გაბადრული სახით რომ გამოვიდა... ჩემი შვილიც წაიყვანეს კლინიკაში 4-ქულიანი კომით და დანომრილი გვამი მაქვს საქმის მასალებში.
რაც შეეხება ანასტასია ბერუაშვილს, არ მაქვს ინფორმაცია, დააკავეს თუ არა.
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ყველა ადამიანს, ყველა ჟურნალისტს, მარტო ეკა კუპატაძე ვერაფერს გახდებოდა. ყველამ ერთად მოვიგეთ.
მე ავიყვან თავს ხელში, მე შვილის დამარხვა შევძელი, ფეხზე დადგომა და ბრძოლა შევძელი და როგორღაც ამასაც შევძლებ და ყველაფრის ანალიზს დავდებ. ჩემი შვილის წინაშე მაქვს მე ეს ვალდებულება.
გუშინ მალანიას როგორ წამოსცდა, ნახეთ? - არ დამირეკესო. მალანიას როცა უსმენ, შიშის გრძნობაც გეუფლება. გეფიცებით ნიკას და გეფიცებით გიგას საფლავს, მერაბ მალანიას რომ მოვუსმინე, შიში დამეუფლა. აბსოლუტურად ყველაფერს გავშლი, მათ არ იციან, ვისთან აქვთ საქმე", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
თაგები:
ეკა კუპატაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს