Logo

ეკა სეფაშვილი - დებატები და საგნობრივი კამათი არის აგენტოკრატების აქილევსის ქუსლი, რადგან მათ არ შეუძლიათ საგანზე არგუმენტირებული მსჯელობა

პოლიტიკა
129
Frontnews image description

ზოგადად, დებატები და საგნობრივი კამათი არის აგენტოკრატების აქილევსის ქუსლი, რადგან მათ არ შეუძლიათ საგანზე არგუმენტირებული მსჯელობა. ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ ლოზუნგებით და ამ ლოზუნგების უკან დგას მათი საპირისპირო ქმედებები, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას.

"არ ვფიქრობ, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] აქტიურად და სრული შემადგენლობით ჩაერთვებიან ამ დებატებში. მათ ეშინიათ დებატებში მონაწილეობის, რადგან, როგორც წესი, დებატებში აგებს ის, ვის მხარესაც სიმართლე არ არის. სიმართლე კი, მათ მხარეს ცალსახად არ არის. მათ არ აქვთ არცერთი არგუმენტი, ფაქტი და მტკიცებულება თავიანთი ლოზუნგების დასამტკიცებლად“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები