Logo

ეკა სეფაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს კონფერენცია იმით, რომ 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ სამიტს

პოლიტიკა
180
Frontnews image description

"დღეს გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები იყო წამოწეული. ისეთი, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ქვეყნების სუვერენიტეტები“, - ამის შესახებ "ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

"ყველა ეს საკითხი განხილული იყო  სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ჭრილში და აღინიშნა, რომ სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება თუ სიტყვის თავისუფლება იმისათვის, რომ დავიცვათ თავისუფლება და ქვეყნების სუვერენიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს კონფერენცია იმით, რომ ფაქტობრივად 50 ქვეყნის წარმომადგენლები როგორც საკანონმდებლო ორგანოებიდან, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციებიდან ესწრებოდნენ სამიტს და ფაქტობრივად ერთი და იგივე ღირებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც დღეს გლობალური მსოფლიოს  წინაშე დგას“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები