Logo

ეკა სეფაშვილი - ეს ვითომდა, უფლების დამცველი ორგანიზაცია დაკავებულია სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებით

პოლიტიკა
140
Frontnews image description

"სარჩელში, რომელიც საიამ შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად", - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საიას სარჩელის მიხედვით, დღეს უკვე ჩანს, რომ სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს.

"ეს ვითომდა, უფლების დამცველი ორგანიზაცია [საია] დაკავებულია სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებით და სწორედ ამისთვის აფინანსებენ მას უცხოეთიდან.

სარჩელში, რომელიც საიამ შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში, ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად. ახლა ვითარება იმგვარად არის, რომ დარჩენილ მცირედ ნაწილშიც, კითხვები აქვს სასამართლოს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები