ეკა წერეთელი - იზა კელენჯერიძე და გაბიტაშვილი არიან ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე


ავტორი
Front News საქართველო
იზა კელენჯერიძე და გაბიტაშვილი არიან ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე. მათ მოწამლეს ჩემი შვილი, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს დარბაზში ბორკილები დაადეს სრულიად უდანაშაულო ადამიანს ირაკლი პაპიაშვილს.
"იზა კელენჯერიძე და გაბიტაშვილი არის ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე. მათ მოწამლეს ჩემი შვილი. კიდევ უდანაშაულო, ახალგაზრდა ადამიანი გაუშვეს 8 წლით ციხეში. ამოწყდით!
სასამართლოს დარბაზში ბორკილები დაადეს სრულიად უდანაშაულო ადამიანს, მის თანამშრომელს, ირაკლი პაპიაშვილს. სტუდენტი, კეთილშობილი, აბსოლუტურად პატიოსანი და უდანაშაულო ადამიანი 8 წლით გაუშვეს ციხეში. არავინ არასდროს დამიწყევლია - არ უნდა ეღირსოს არაფერს კარგს არც იზა კელენჯერიძე, არც გიორგი გაბიტაშვილი და არც ივანიშვილის ოჯახი", - განაცხადა ეკა წერეთელმა.
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლითა და 8 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.
თაგები:
ეკა წერეთელი