ეკა წერეთელი – ჩემი შვილის მოკვლა უნდათ და ამაში მონაწილეა მოსამართლე


ავტორი
Front News საქართველო
გამაძევეს, როგორც დედა იმიტომ, რომ სიმართლე ვუთხარი, ეს მოსამართლე არის იუდა. გიორგიც გააძევეს დარბაზიდან იმიტომ, რომ ყველაფერი სიმართლე მოახსენა მოსამართლეს, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა სასამართლოს დარბაზიდან გამოძევების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სასამართლო არის იუდას სახლი.
“გამაძევეს, როგორც დედა იმიტომ, რომ სიმართლე ვუთხარი, ეს მოსამართლე არის იუდა და ახლა მთხოვენ პირადობას. ალბათ, სურვილი აქვთ, რომ მეც დამიჭირონ. სიამოვნებით გავხდები კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი.
სიმართლის თქმა გახდა გამოძევების მიზეზი. გიორგიც გააძევეს დარბაზიდან იმიტომ, რომ ყველაფერი სიმართლე მოახსენა მოსამართლეს და უთხრა, რომ გიორგის იქ დამართეს ინსულტი. ამის ანალიზებიც არის. მოკლედ, ჩემი შვილის მოკვლა უნდათ და ამაში მონაწილეა მოსამართლე იზა კელენჯერიძე და მე მას ვუთხარი, რომ ის არის იუდა.
30 დღის ნაშიმშილარი ადამიანი, რომელიც ქვედა კიდურებს ვერ გრძნობს, მხედველობა არ აქვს მარცხენა თვალში, გააძევეს დარბაზიდან სიმართლის გამო. ბიძინას მონებო, ყველა დაისჯებით. ეს იუდას სახლია”, – განაცხადა ეკა წერეთელმა.
დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თაგები:
ეკა წერეთელი