Logo

ეკატერინე კოტრიკაძე – თუ რამე იყო დარჩენილი „თავისუფლების კუნძული“ ისიც მოსპეს და ხვალ ამას საბოლოოდ დაასრულებენ

პოლიტიკა
1099
Frontnews image description

ხვალ რუსეთის პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც კრძალავს „ფეიკების“ გავრცელებას სამხედრო თემებზე. ეს ნიშნავს, რომ არავის ექნება საშუალება სიმართლე თქვას,  რაც ხდება უკრაინაში და რაც მოხდება კიდევ უკრაინის იქეთ,  – ამის შესახებ ტელეკომპანია „Дождь“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე კოტრიკაძემ განაცხადა.  

 

მისი თქმით, ეს გახდა მიზეზი, რომ ტელეკომპანია „დოჟდი“ დღეს მაყურებელს დაემშვიდობა. 

 

ეკატერინე კოტრიკაძის განმარტებით,  რუსეთი რომელიც აქამდე  ავტორიტარული ქვეყანა იყო,  უკვე  ტოტალიტარული გახდა, რის გამოც იქ თავისუფალი მედიისთვის  მუშაობა შეუძლებელი გახდა.  

 

“ჩვენ ვხედავთ კატასტროფას, ჩვენ გადავიტანეთ და რის წინაშეც დგას უამრავი ადამიანი, ვინც ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად,  რუსეთში არის სამხედრო ცენზურა, იხურება აბსოლუტურად ყველაფერი, თუ რამე იყო დარჩენილი „თავისუფლების კუნძული“ ისიც მოსპეს ამ დღეებში და ხვალ ამას საბოლოოდ დაასრულებენ.  ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც კრძალავს „ფეიკების“ გავრცელებას სამხედრო თემებზე. ეს ნიშნავს,  რომ არავის ექნება საშუალება სიმართლე თქვას,  რაც ხდება უკრაინაში და რაც მოხდება კიდევ უკრაინის იქეთ.  მე არ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინაზე გაჩერდება ეს ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ქვია ჯერჯერობთ“, – განაცხადა ეკატერინე კოტრიკაძემ. 

 

მისი თქმით, არსებული საფრთხის გამო მან ოჯახთან ერთად უკვე დატოვა ქვეყანა და არ არის დარწმუნებული, ვინც იქ რჩება, თუნდაც ერთი და 2 კვირის შემდეგ შეძლებენ ქვეყნიდან გასვლას

თაგები:

რუსეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები