Logo

ეკატერინე ტიკარაძე – მსოფლიოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც

საზოგადოება
789
Frontnews image description

ორჯერ ვაქცინირებული 80 წლის მამაკაცის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტს ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით.

 

“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა მსოფლიოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ეს არის 0.001%. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან. 

 

ამ პაციენტებში იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებით და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო”, – განაცხადა ტიკარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები