ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო სუსმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს", - აცხადებენ სუსში.
საქართველოში ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგია მასშტაბურად დღეს მეორედ გაითიშა. თბილისი და სხვა დიდი ქალაქები დღესაც ისევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, შეფერხება შეეხო მეტროს მუშაობას და წყალმომარაგებას.





