
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ენდროკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაბრაზებული და აფორიაქებული დახვდა.
“რა გითხრათ, ექიმი ვარ და შემიძლია მეც გამოვხატო ემოციები. დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული. ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რატომ? პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ, არ ვიცი ტელევიზორით თუ იქ. მე, როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები, ყველას ვთხოვე, მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წვერებსაც, ორი კვირა მაცადეთ, რომ ეს ადამიანი დავაყენო ფეხზე.
თუ მართლა თქვენ ამ ადამიანზე ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ცოტა შეეცადეთ და ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს