ელენე გიორგაძე – გაუჭირდა ცოტა, თუმცა გუშინ საღამოს შეძლო, რომ 5 წუთის განმავლობაში გაირ-გამოიარა

ავტორი
Front News საქართველო
ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, პირველი მცდელობა გვქონდა დერეფანში გატარების, გაუჭირდა ცოტა, თუმცა გუშინ საღამოს შეძლო, რომ 5 წუთის განმავლობაში გაირ-გამოიარა – ამის შესახებ სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კომენტირებისას გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა დადებითია.
“ყველაფერი გეგმურად მიდის. ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენაა. რამდენი დრო დასჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივართ, რომ მახვედრებენ ანალიზებს, ვაფასებთ მის მდგომარეობას, ისევ ვგეგმავთ საღამოს და მეორე დილას.
გუშინ ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, ადინამიის შემდეგ, პირველი მცდელობა გვქონდა დერეფანში გატარების, გაუჭირდა ცოტა, თუმცა გუშინ საღამოს შეძლო, რომ 5 წუთის განმავლობაში გაირ-გამოიარა. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ, მაგრამ ეს მოხდება ნელ-ნელა და კონტროლის ქვეშ. დღეს ისევ კარდიოგრამა, ექოსკოპიები გაუკეთდა. ყველაფერს ყოველდღე ვამოწმებთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ #18 დაწესებულებაში უკეთ იყო, ვიდრე აქ და რა არის ამის მიზეზი, ჩვენ პირველივე დღიდან, ვინც პირველი კონსილიუმის წევრები ვართ, ვმართავდით ამ პაციენტს, როცა ის #12 დაწესებულებაში იყო. იქ ყველაფერი ვიცოდი, ანალიზებიც მეჭირა ხელში და მისი მდგომარეობაც ვიცოდი. როცა გადაიყვანეს #18 დაწესებულებაში, პაციენტმა გამოაცხადა როგორც სამედიცინო დახმარებაზე უარი, ისე ანალიზებზე. მე ვერ ვისაუბრებ პაციენტზე, როცა არ ვიცი მისი კლინიკა და ხელში არ მიჭირავს მისი ანალიზები. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ იმ დღეს, როცა აქ გადმოგვყავდა. იმის შემდეგ შაბათიდან ყოველდღე აქ ვარ. დინამიკა არის დადებითი, ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი ნელ-ნელა წესრიგდება“, – განაცხადა გიორგაძემ.





