
ავტორი
Front News საქართველო
ჩემს გამძლეობაზე არ ინერვიულოთ, აბსოლუტურად რაციონალურად და მშვიდად ვაგრძელებ აქ ყოფნას და ბრძოლას. ამათ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ უარი მეთქვა მკურნალობაზე. ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელსაც ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ახლახან გამოვედი ელენესგან. იმაზე მძიმედ დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა. ცუდად არის და ეს იციან ციხეში. იციან გაზომვადი ტკივილის ხარისხი იმ პირველადი კვლევებით, რაც იქვე თავად ჩაატარეს! იციან და არაფერს აკეთებენ, რომ ელენეს ჩაუტარდეს შესაბამისი / საჭირო კვლევები და მკურნალობა. ცუდად არის, თუმცა მხნეობა და ბრძოლის განწყობა უცვლელი აქვს.
ეს გზავნილი კი ელენესგან:
“ყველა ჩემს გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, რომ მიზეზი, რატომაც მე გავასაჯაროვე ეს საკითხი, არის არა ის, რომ მე ვეღარ ვუძლებ ტკივილს ან რამეს. ჩემი გამძლეობა უსაზღვროა, გარწმუნებთ! მიზეზი არის ის, რომ დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით გონივრულ ვადაზე მეტია გასული და დავრწმუნდი, რომ “ოცნების” სისტემის კიდევ ერთი დანაშაული პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირებაა. დავრწმუნდი საკუთარ მაგალითზე.
ასევე მოვაგროვე ყველა არგუმენტი ამისთვის და გადავწყვიტე სისტემას ამ საკითხშიც დავუპირისპირდე. რა, თქმა უნდა, მხოლოდ სამართლიანად და მხოლოდ იმ დოზით რა დოზითაც დააშავებენ.
ჩემს გამძლეობაზე არ ინერვიულოთ, აბსოლუტურად რაციონალურად და მშვიდად ვაგრძელებ აქ ყოფნას და ბრძოლას. ამათ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ უარი მეთქვა მკურნალობაზე. ვერ ეღირსებიან. პასუხს აგებენ ყველა დანაშაულზე. წარმოუდგენელ ძალას მაძლევს ის სოლიდარობა, რასაც ეს დღეები ვუყურებ“, - აღნიშნულია წერილში.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს