Logo

ელენე ხოშტარია - ჩემი სრული მხარდაჭერა თამაზ ელიზბარაშვილს, მას მოუწყვეს პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია არ შედგა

პოლიტიკა
390
Frontnews
ელენე ხოშტარია - ჩემი სრული მხარდაჭერა თამაზ ელიზბარაშვილს, მას მოუწყვეს პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია არ შედგა

“დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემი სრული მხარდაჭერა თამაზ ელიზბარაშვილს. ადამიანს, რომელიც პრინციპულ საკითზე - რუსეთზე, არასდროს ერიდებოდა ხმამაღლა და მკაფიოდ საუბარს.

რეალურად მას მოუწყვეს პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია არ შედგა. ის მიხვდა და ჭკვიანურად მოიქცა. ვერაფერზე რომ ვერ მოედავნენ, გადაწყვიტეს, უბრალოდ დასაჯონ. ეს არის აბსოლუტურად გაშიფრული და ჩავარდნილი სპეცოპერაცია. პირიქით, ადვოკატზე მოძალადე იქნება დასჯილი აუცილებლად.

გამძლეობა ბატონ თამაზს, მის ოჯახს!

ასეთ ადამიანს ვერ მოერევიან", - წერს ხოშტარია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები