ელენე ხოშტარია - გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და დიქტატურას დავარქმევთ თავის სახელს

ავტორი
Frontnews საქართველო
მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ გამოუვიდა ჩვენი, ოპოზიციური პარტიების განადგურება. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ჯერ კიდევ 2024-დან. რადგანაც განადგურება არ გამოუვიდა, ამიტომ უწევს მას აკრძალვა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისი თქმით, ეს მეტყველებს საქართველოში პროდასავლური სპექტრის სიძლიერეზე.
"გულწრფელად გეტყვით, რომ ველოდი და ძალიან მიხარია სიცხადე, რომ დაიწყო პარტიების აკრძალვის პროცესი. ოღონდ მიხარია არა დიქტატურა, არამედ ის, რომ გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და ქვეყანაში არსებულ დიქტატურას დავარქმევთ თავის სახელს. რეალურად, დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია - ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას.
ჩვენ დღეს ბრძოლისთვის სწორედ სიცხადე გვჭირდება, რომ სწორედ ყველა პლატფორმაზე საერთო სტრატეგიაზე ვიყოთ. ამის გაფორმება ჩვენ გვაძლევს იარაღს ძლიერი ბრძოლის. ჩვენს პარტნიორებს აძლევს კონკრეტულ იარაღს იმისა, რომ იმოქმედონ, აქტიურად იმოქმედონ და აღარ მოიტყუონ თავი, რომ ეს თითქოს რაღაცა დემოკრატიის კრიზისია. არა, ეს არის დიქტატურა!
ასევე მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ გამოუვიდა ჩვენი, ოპოზიციური პარტიების განადგურება. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ჯერ კიდევ 2024-დან. რადგანაც განადგურება არ გამოუვიდა, ამიტომ უწევს მას აკრძალვა. ეს მეტყველებს საქართველოში პროდასავლური სპექტრის სიძლიერეზე. ამიტომ ნუღარ მოვიტყუებთ თავს. ჩვენ არ ვართ პარტიულ ბრძოლაში, ჩვენ ვართ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მოქალაქეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით, პოლიტიკოსები", - წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია




