
ავტორი
Front News საქართველო
“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინიტრს მიმართავს და მოუწოდებს, გაიმართოს შეხვედრა სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების პრობლემების მოსაგვარებლად.
“მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს (ცხადია დევნილებთან შეთანხმებით). გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ ‘ქართლის’ დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა (იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ.
თუ პოლიტიკოსის დანახვა თქვენთვის მიუღებელია, იურისტი და დევნილები მოვლენ. ოღონდ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.
თუ ასე არ მოგვარდა, ცხადია იქნება აქცია და არ გავჩერდებით. მხოლოდ ქართლის აქცია არ იქნება. უკვე უამრავი დევნილი და არადევნილი რეკავს სოლიდარობის ნიშნად. ამ საკითხში არ არის თვითმიზანი აქცია, ამიტომ გთავაზობთ ცივილიზებულ გამოსავალს. შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად!“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს