Logo

ელენე ხოშტარია - ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ

პოლიტიკა
70
Frontnews
ელენე ხოშტარია - ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ

ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. იმასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისი თქმით, "ქართულ ოცნება“ როგორც მის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე აუცილებლად აგებს პასუხს.

"ხალხნო, ძალიან გამიხარდა, რომ ჭუჭრუტანიდან დაგენახეთ და თუნდაც ხელის მოძრაობით შევძელი ჩემი ემოციის გამოხატვა. პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს. ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე ყველაფერს აკეთებენ და უკეთესადაც ვარ, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად კარგად ვიქნები. მოკლედ, ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

იმასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან. ვიდრე რეჟიმის ის მსახურები, რომლებსაც შეიძლება უწევთ ან შეიძლება მათი არჩევანია და მაინც სჩადიან საშინელებებს. ბევრად უფრო კარგად ვარ მე - სიყვარულით და სიმართლით გარემოცული. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ნამდვილად ძალიან მხნედ და ძლიერად.

აქვე ვიტყვი, რომ ციხის ადმინისტრაციასთან არ მაქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ ჩემი ჯანმრთელობისთვის. ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. არცერთი წუთი არ გავჩერდები იქამდე, სანამ სრული პასუხისმგებლობა არ იქნება მათზე დაკისრებული. უამრავ ადამიანს დაუზიანდა ჩემსავით და ჩემზე უფრო მეტად ჯანმრთელობა, მოწყვეტილი არიან ოჯახებს. ამიტომ ამის დავიწყება ნამდვილად არ იქნება! პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან, ადამიანურად კი საერთოდ არ მცხელა მათთვის.

ბოლომდე!

პ.ს. ერთადერთი თხოვნა მაქვს - ძალიან რთულია საკანში „ფორმულას“ მაუწყებლობის გარეშე ყოფნა. ვერ აგიხსნით, რამხელა დანაკლისია. ამიტომ ყველას გთხოვთ, დავუჭიროთ მხარი ფინანსურად ისე, როგორც შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, პატიმრებს და არა მხოლოდ მათ, ჰქონდეთ წვდომა „ფორმულაზე“.
#GE32TB7843845067800005“,- წერს ელენე ხოშტარია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები