ელგუჯა ბაგრატიონი – კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, როგორ ებრძვის ოპოზიციას “ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ხელვაჩაურის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებიან. საქმე ეხება ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ თავდგირიძის ბრალდებას, რომელმაც ყოფილ თანაპარტიელებს უჩივლა.
საქმე პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების გავრცელებისა და გამოყენების ბრალდებით არის აღძრული. მათი ტელეფონები უკვე დალუქული აქვს საგამოძიებო სამსახურს. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მომხდარს სუს-ისა და “ქართული ოცნების“ ერთობლივ პროვოკაციად მიიჩნევენ.
მათი თქმით, მალხაზ თავდგირიძემ ზეწოლას ვერ გაუძლო და მისი ყოფილი კოლეგების გაშავებას “მამა რიჟვაძის“ დაწერილი ტექსტებით ცდილობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ ებრძვის ოპოზიციას “ქართული ოცნება”.
“ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს, რას ეხება გამოძიება, გარდა იმისა, გუშინ რაც გააკეთა მალხაზ თავდგირიძემ. ამის გარდა სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. გუშინ მოსამართლის განჩინებით, ამოიღეს ტელეფონები. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, “ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით როგორ ებრძვის ოპოზიციას“, – განაცხადა ბაგრატიონმა.
თაგები:
ელგუჯა ბაგრატიონი




