
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი – “ვფ ტანკერი 15” და “ნეფტეროდოვუზ 47” დგას.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, გემები პორტში გუშინ ღამით შემოვიდნენ.
“გუშინ კიდევ დამატებით ორი გემი შემოვიდა სანქცირებული ნავთობით დატვირთული, რუსული დროშის ქვეშ მცურავი. ხელისუფლება, წესით და რიგით, როდესაც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და კითხვის ნიშნები არსებობს უნდა აკონტროლებდეს და საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდიდეს ინფორმაციას თუ რა გემები შემოდის რუსული დროშის ქვეშ, ეს არის თუ არა სანქცირებული ტვირთით გემები თუ არ არის, მაგრამ ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციას და პუტინს იმისთვის, რომ სანქციებს თავი აარიდოს”, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს