
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი ემზადება სასამართლოსთვის – ამის შესახებ გორის ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას.
“დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეინიშნება მცირე სისუსტე. ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, კვების რაციონი არის გაფართოებული და იკვებება თითქმის სრული მენიუთი, რომელიც შედგენილია ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით. ძალის აღდგენა მიდის, დაიწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილ ემზადება სასსამართლოსთვის”, – განაცხადა ექიმმა გოგორიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს