
ავტორი
Front News საქართველო
ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც, – ამის შესახებ სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ნინო შარაშენიძემ გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხაადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს უფრო მხნედ და გაცილებით აქტიურია.
“პაციენტის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება რეაბილიტაციის ვადას და ჩატარებული თერაპიის მოცულობას. თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია. იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით. ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება მისაღები მედიკამენტების, პარალელურად კვების დოზირების კორექცია. ფიზიკურად დღეს უფრო აქტიურია. ეტაპობრივად მოგაწვდით ყველა ახალ ინფორმაციას. ფიზიკურად გაცილებით აქტიურია, დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც. გადაადგილება აუცილებლად გაუჭირდებოდა ადამიანს, რომელსაც ჰქონდა შიმშილობის ეს კონკრეტული ვადა. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს