ერაყში აშშ-ის საკონსულოს მისამართით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

ავტორი
Front News საქართველო
ერაყში აშშ-ის საკონსულოს მისამართით რამდენიმე რაკეტა ისროლეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა საჰაერო დარტყმა.
ერბილის გუბერნატორის თქმით, ჯერ უცნობია, სამიზნე ამერიკის საკონსულო იყო თუ ქალაქის აეროპორტი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს 5 აფეთქება გაისმა.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, ირანული მედია წერს, რომ სარაკეტო თავდასხმა შეიძლება იყოს შურისძიება ისრაელის საჰაერო ძალების მიერ გასულ კვირას სირიაში ორი ირანელი ოფიცრის – ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მცველების მკვლელობისთვის.
თაგები:
ერაყი




