Logo

ერდოღანი - ევროკავშირი, როგორც ჩანს, არ არის მზად თურქეთის მისაღებად და წევრობა ანკარისთვის პრიორიტეტი აღარ არის

მსოფლიო
311
Frontnews
ერდოღანი - ევროკავშირი, როგორც ჩანს, არ არის მზად თურქეთის მისაღებად და წევრობა ანკარისთვის პრიორიტეტი აღარ არის

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,  ეგვიპტე შესაძლოა, თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის თავდაცვის პაქტს შეუერთდეს.

როგორც მან "ალ ჯაზირასთან" ინტერვიუში განაცხადა,  ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება ხელმომწერებს ავალდებულებს, ერთიანი ნაბიჯები გადადგან, თუ რომელიმე მათგანი გარე თავდასხმის ქვეშ მოექცევა.

ევროკავშირზე საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგებში თურქეთის არყოფნით ევროპა იქნება წაგებული.

"ევროკავშირი, როგორც ჩანს, არ არის მზად თურქეთის მისაღებად და წევრობა ანკარისთვის პრიორიტეტი აღარ არის, შედეგად წაგებული ევროპა იქნება", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან F-35-ის ტიპის გამანადგურებლებთან დაკავშირებით დაპირება მიიღო და მის შესრულებას ელოდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები