ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

ავტორი
Front News საქართველო
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს. შედეგად, ერევანი - ბათუმი - ერევნის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.
ფრენები განხორციელდება ყოველდღე, კვირის გარდა.
ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 ივლისს გასცა.
FLYONE Armenia-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს დაიწყო. ბათუმის გარდა, ავიაკომპანია ავიარეისებს ერევანი - თბილისი - ერევნის მიმართულებით ასრულებს.
თაგები:
FLYONE Armenia




