Logo

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამუშაო ვიზიტით უნგრეთის ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

სამხედრო
50
Frontnews
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამუშაო ვიზიტით უნგრეთის ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამუშაო ვიზიტით უნგრეთის ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტის ოფიცერთა მომზადებისა და სამხედრო ფაკულტეტის დეკანი ბრიგადის გენერალი პიტერ ლიპაი და საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-დეკანი პოლკოვნიკი ფერენც პეტრუსკა იმყოფებოდნენ.

სტუმრებს აკადემიის მეთაურის მოადგილემ პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის მოკლევადიან სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებზე გაცვლით აქტივობებს, რომლებშიც მონაწილეობენ აკადემიის იუნკერები, მსმენელები, სამხედრო, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე თანამშრომლობის სფერო მოიცავს „ერაზმუს+“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

მსგავსი სახის საერთაშორისო ვიზიტები აღრმავებს ურთიერთობებს აკადემიასა და პარტნიორ უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის და ქმნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს სამხედრო, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები