
ავტორი
Front News საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრის ხარისხი 40 მსმენელს მიენიჭა. სამაგისტრო პროგრამის დასრულების ღონისძიება აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. მან ხაზი გაუსვა სამაგისტრო პროგრამების უპირატესობას, ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას და მაგისტრებს პროფესიული წინსვლა უსურვა. პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები და სიგელები გადაეცათ.
მაგისტრატურის მსმენელებმა სწავლა წარმატებით დაასრულეს შემდეგი ოთხი სპეციალიზაციით: საერთაშორისო ურთიერთობები და სამხედრო დიპლომატია, თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების გარდა, კურსდამთავრებულებს შორის იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. წელს მაგისტრატურა პირველად დაამთავრეს იმ სამოქალაქო პირებმა, რომლებიც სახელმწიფო უწყებებში არ არიან დასაქმებული.
ეროვნული თავდაცვის აკადემია ოთხ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, სადაც 18 საგანი ისწავლება. სწავლის შესაძლებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
თაგები:
თავდაცვის აკადემია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს