
ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა განხორციელდა, რომელსაც აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე ესწრებოდა. იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები თავდაცვა და უსაფრთხოების, მენეჯმენტის და ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა, საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: "ახალი სამხედრო ტექნოლოგიების როლი და გავლენა თანამედროვე კონფლიქტებში", "სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებების როლი თანამედროვე სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", ,,ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, როგორც კონკურენტული უპირატესობის წყარო", "ციფრული ეპოქის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიები და გამოწვევები", "შუა დერეფნის სტრატეგიული მენეჯმენტი და საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის რეალიზების პერსპექტივები", "სამხედრო ობიექტებზე სენსორულ მონაცემებზე დაფუძნებული ანომალიების მონიტორინგის სისტემა", "აგრარულ სექტორში დრონის ტექნოლოგიების გამოყენების პროგრამული უზრუნველყოფა" და სხვა.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა. იუნკერებმა, რომლებმაც წარმატებით დაიცვეს საბაკალავრო ნაშრომები მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.
თაგები:
ეროვნული თავდაცვის აკადემია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს