Logo

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია - "ციფრული ეპოქა და ადამიანის უფლებები: სამართლებრივი პერსპექტივები" გაიმართა

სამხედრო
44
Frontnews
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია - "ციფრული ეპოქა და ადამიანის უფლებები: სამართლებრივი პერსპექტივები" გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევით ცენტრის ორგანიზებით სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია - "ციფრული ეპოქა და ადამიანის უფლებები: სამართლებრივი პერსპექტივები" გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეების სიტყვით მიმართა აკადემიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. აკადემიის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აკადემიაში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის კიდევ უფრო მეტად განვითარების და გაღრმავების მნიშვნელობაზე. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის პერსონალი და მოწვეული სტუმრები.

პრეზენტაციების მიმდინარეობისას მოხსენებები გაკეთდა სამართლის სხვადასხვა მიმართულებებით და განხილული იქნა სამეცნიერო - კვლევითი სიახლეები. კონფერენციის მსვლელობის დროს დამსწრე აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები